შესავალი 3D ანიმაციაში - ონლაინ კურსი
წესები და პირობები
ეს დოკუმენტი წარმოადგენს 3D ანიმაციის შესავალი კურსის წესებს და პირობებს, რომელთა მიღებაც აუცილებელია კურსზე რეგისტრაციისა და მასში მონაწილეობისათვის. მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს დოკუმენტს და ხელის მოწერით დაამტკიცოს, რომ ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს.
დოკუმენტის ტერმინთა განმარტება:
-
"კურსი" - შესავალი 3D ანიმაციაში ონლაინ კურსი, რომელიც ორგანიზებულია ფ/პ ლევან ლაფაჩის მიერ.
-
"მოსწავლე" - პირი, რომელიც დარეგისტრირდა და გადაიხადა კურსის საფასური მონაწილეობისთვის.
-
"მენტორი" - კურსის ხელმძვანელი ან ინსტრუქტორი, რომელიც ატარებს ლექციებს და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებას.
-
"მასალები" - კურსის ფარგლებში მოწოდებული ყველა ვიდეო, ტექსტი, 3D თუ 2D ფაილი და სხვა რესურსი.
-
"რეკვიზიტები" - ბანკის დეტალები, რომლებიც გამოიყენება კურსის საფასურის გადასახდელად.
1. კურსის ფორმატი და განრიგი
1.1 კურსი ტარდება ონლაინ, არა ფიზიკური შეხვედრებით.
1.2 სწავლება მიმდინარეობს კვირაში 2 დღე, საღამოს 19:00 საათზე.
2. მოსწავლეების მიღება:
2.1 კურსზე მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც არიან 14 წლის და მეტი ასაკის.
3. კურსის გამოყენების უფლებები:
3.1 კურსზე დაშვება ექსკლუზიურად ეკუთვნის რეგისტრირებულ მომხმარებელს და არ შეიძლება მისი გადაცემა მესამე პირზე.
3.2 კურსის მასალების დაკოპირება, გაზიარება ან გადაცემის ნებისმიერი ფორმით აკრძალულია, თუ ეს არ არის ავტორის მიერ ნებადართული.
4. კურსის მასალები:
4.1 კურსის ყველა მასალა, მათ შორის ვიდეოები, ტექსტები და სხვა რესურსები, წარმოადგენს მენტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.
4.2 მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას საავტორო უფლებები და არ გამოიყენოს მასალები კომერციული ან არასანქცირებული მიზნებისთვის.
5. გადახდის პირობები:
5.1 აუცილებელია კურსის მთლიანი საფასურის წინასწარ გადახდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან მოსწავლეები კურსზე.
5.2 გადასახადი სრულად უნდა იყოს გადახდილი კურსის დაწყებამდე. სხვა შემთხვევაში მოსწავლე არ დაიშვება კურსზე.
6. რეკვიზიტები გადახდისთვის:
სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE90TB7360045061600019
მიმღები: ლევან ლაფაჩი
7. თანხის დაბრუნების პირობები:
7.1 თანხა სრულად დაბრუნდება ჯანმრთელობის გაუარესების ან რაიმე გაუთვალისწინებელი პრობლემის გამო, თუ მოსწავლე მენტორს ჩააყენებს საქმის კურსში კურსის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
7.2 კურსის მსვლელობის განმავლობაში მოსწავლის მხრიდან სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, გადახდილი ღირებულება არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
8. მონაწილეობის პასუხისმგებლობა:
8.1 მომხმარებელი ვალდებულია, დაესწროს ლექციებს და აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
8.2 აკრძალულია ისეთი ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს კურსის სხვა მონაწილეებს ან ინსტრუქტორებს.
9. კონფიდენციალურობა:
9.1 მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას კურსის მონაწილეთა კონფიდენციალურობა და არ გაავრცელოს მათი პირადი ინფორმაცია.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
10.1 მენტორი არ არის პასუხისმგებელი ტექნიკური შეფერხებების გამო გამოწვეულ შეფერხებებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის ტექნიკური მოწყობილობების ან ინტერნეტ-კავშირის პრობლემებთან.
11. კურსზე დაშვების შეჩერების უფლება:
11.1 მენტორი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუჩეროს მოსწავლეს კურსზე დაშვება ნებისმიერი მიზეზით.
12. წესების ცვლილება:
12.1 ადმინისტრაციას უფლება აქვს, შეცვალოს ან განაახლოს პირობები საჭიროების შემთხვევაში. ცვლილებების შესახებ მომხმარებლებს ეცნობებათ წინასწარ.



